„ნერგი“-ს წესდება
ძირითადი
დებულებები.
1.
ჯგუფი “ნერგი“
წარმოადგენს სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა
გაერთიანებას.
2.ჯგუფს კოორდინირებას უწევს ილია ვადაჭკორია.
3.ჯგუფის მუშაობა ხორციელდებოდეს კოორდინატორისგან დამოუკიდებლად.
კოორდინატორი მხოლოდ დამკვირვებელი და საჭიროების სემთხვევაში მიმართულების მიმცემია.
4.ჯგუფის მუშაობის ვადა განუსაზღვრელია.
5.ჯგუფში მიღება და ჯგუფის დატოვება ნებაყოფლობითია.
მიზანი:
ნიჭიერი
და კრეატიულად მოაზროვნე მოსწავლეების შესაძლებლობების ხელშეწყობა. ჯგუფის პოპულარიზაცია
სხვადასხვა აქტივობებით. საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმის კეთება. მოსწავლეებში
ლიდერობისა და სხვადასხვა სასარგებლო უნარების განვითარება.
კომპანიების
დაინტერესება, დაფინანსების მოპოვება და ამ თანხების გამოყენება სკოლის ინტერესებისთვის
(სპორტული დარბაზის მშენებლობა)
ჯგუფში გაწევრიანებისა და დატოვების პირობები.
1.ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს.
2.ჯგუფში გაწევრიანების მსურველმა უნდა შეავსოს ჯგუფში
გაწევრიანების ბლანკი.
3.მსურველებმა უნდა წარმოადგინოს მცირე ნამუშევარი
(პროექტი, პროგრამა, რაიმე იდეა, ორიგინალურად შესრულებული ნახატი ან ფოტო, ჯგუფის
სახელი, ლოგო, სამუშაო მიმართულების იდეა.....)
4.მშობლის თანხმობის ფორმა.
6.ჯგუფიდან წევრის გარიცხვა დასაშვებია თუ:
ა)ჯგუფის
წევრი არ არის აქტიური.
ბ)ჯგუფის
წევრი საფრთხეს უქმნის სხვა წევრებს.
გ)ჯგუფის
წევრების უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
7.ჯგუფიდან წევრის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას
იღებს ჯგუფის საერთო კრება ხმათა უმრავლესობით.
8.პიროვნების ჯგუფში გაწევრიანების ან ჯგუფიდან გარიცხვის
საკითხს საერთო კრებაზე წამოაყენებს შემდეგი პირები:
ა)კოორდინატორი.
ბ)პრეზიდენტი.
გ)ჯგუფის
რიგითი წევრი, რომელიც ჯგუფის პრეზიდენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით, რომელშიც
არგუმენტირებულად იქნება დასაბუთებული ის მიზეზი, როს გამოც სურს შესაბამისი პირის
ჯგუფიდან გარიცხვა.
ჯგუფის
შემადგენლობა.
ჯგუფს ეყოლება:
1.კოორდინატორი (დამფუძნებელი).
2.პრეზიდენტი.
3.მდივანი.
4.ბუღალტერი
(აირჩევა საჭიროების შემთხვევაში)
5.დირექტორი/დირექტორები
(აირჩევა სხვადასხვა მიმართულებების ჩამოყალიბების შემთხვევაში)
6.წევრები.
წევრთა არჩევის წესი.
1.კოორდინატორი:
შეუცვლელი და ხელშეუხებელია.
2.პრეზიდენტი: ირჩევა
ექვსი თვის ვადით ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის
უფლება ენიჭება კოორდინატორს (კენჭისყრაზე მისი ყოფნის შემთხვევაში)
3.მდივანი:
ირჩევა ექვსი თვის ვადით ხმათა უმრავლესობით. თანაბარი ხმის შემთხვევაში
გადამწყვეტი ხმის უფლება ენიჭება კოორდინატორს.
(კენჭისყრაზე მისი ყოფნის შემთხვევაში)
4.ბუღალტერი: ირჩევა
ექვსი თვის ვადით ხმათა უმრავლესობით. ბუღალტერის არჩევა ხდება იმ შემთხვევაში თუ
ჯგუფს გამოუჩნდება ფულადი რესურსები.
5.დირექტორი: ირჩევა
კონკრეტული მიმართულების ჩამოყალიბების შემთხვევში ერთი წლის ვადით. ხმათა უმრავლესობით.
ჯგუფის წევრთა უფლება მოვალეობები.
კოორდინატორი.
1.წარმოადგენს
პირს, რომელიც თვალ-ყურს ადევნებს ჯგუფის მუშაობას.
2.საჭიროების
შემთხვევასი აწვდის ედეებს.
3.საჭიროების
შემთხვევაში ჯგუფს ეხმარება აქტივობების განხორციელებაში.
4.ჯგუფის
პრეზიდენტისგან იბარებს ანგარიშს 6 თვის მანძილზე შესრულებული სამუშაოს შესახებ.
პრეზიდენტი.
1.ანგარიშს
აბარებს კოორდინატორს ყოველი ექვსი თვის ბოლოს.
2.ხელმძღვანელობს
ჯგუფის შეკრებას და კრების წარმართვას.
3.აქტივობის
განხორციელებისთვის გამოყოფს წევრებს და უნაწილებს უფლება მოვალეობებს.
მდივანი.
1.აწარმოებს
„იდეების წიგნს“ სადაც იწერება ყოველი
წამოჭრილი იდეა.
2.აწარმოებს
„აქტივობების წიგნს“ სადაც აღწერს ჯგუფის
რომელმა წევრმა რა გააკეთა.
3.აწარმოებს
ოქმებს ჯგუფის შეხვედრის შემთხვევაში.
|
ჯგუფში მიღების
ბ ლ ა ნ კ ი
|
|
სახელი და გვარი
|
|
ტელეფონის ნომერი
|
|
მშობლის სახელი და გვარი
|
|
მშობლის ტელეფონის ნომერი
|
|
რატომ გსურთ ჯგუფში გაწევრიანება?
|
|
რას ელოდებით ამ ჯგუფში გაწევრიანების შემდეგ?
|
|
თქვენი იდეები ჯგუფში გაწევრიანებისთვის
|
|
რა უნარებს ფლობთ? როგორ ფიქრობ რა სარგებლობას მოუტან
ჯგუფს?
|
|
სხვა ინფორმაცია
(ავსებთ სურვილის მიხედვით)
|
No comments:
Post a Comment